შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები

უკვდავი ბიბლიოთეკა ახალი თარგმანებით, ახალი ილუსტრაციებითა და მწერლის დასურათებული ბიოგრაფიებით თავის მკითხველს უბრუნდება!

ცნობილია, რომ ჩვენ უახლოეს წარსულში ლიტერატურა ცენზურული იყო. წიგნებიდან კომუნისტური იდეოლოგიისთვის შეუფერებელ ტექსტებს იღებდნენ, რითაც შინაარსი საგრძნობლად მახინჯდებოდა. სწორედ ამიტომ ელფის გამომცემლობამ მსოფლიოში ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებები ხელახლა თარგმნა, დაასურათა და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა. გარდა ამისა, ვთარგმნით ქართველებისთვის სრულიად უცნობ ნაწარმოებებს.

გახდით აღნიშნული სერიის ხელმომწერი და შეიძინეთ წიგნები ფასდაკლებით. 



რომანმა ,,ქალი კამელიებით‘‘  უკვდავყო ფრანგი დრამატურგის, პოეტისა და  მწერლის ალექსანდრე დიუმა შვილის სახელი. ნაწარმოები განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო, რომ მასში აღწერილია ავტორის სასიყვარულო ისტორია. რასაკვირველია, რომანი იმდროინდელ ცნობილ კურტიზანთან მარი დიუპლესისთან უკვალოდ არ ჩაივლიდა. მან დიდი გავლენა მოახ...
იხილეთ ვრცლად

,,სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა. იგი სწრაფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი”, _ წერს ბალზაკი თავის უდავოდ რეალისტურ შედევრში _ ,,მამა გორიო”, რომელსაც ზოგი ,,ადამიანურ კომედიას”, ზოგი კი ,,ადამიანურ ტრაგედიას” უწოდებს. მა...
იხილეთ ვრცლად

ამ რომანმა გამოსვლისთანავე (1928) დიდი სკანდალი გამოიწვია. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის მწერლის სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში, 1930 წელს უკვე დაბეჭდილი წიგნების მთელი ტირაჟი გაანადგურეს. აკრძალვა 1960 წლამდე მოქმედებდა, მანამდე, ვიდრე გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ამ რომანმა მთლიანად არ აღიდგინა თავისი უფლებები (სწორედ ამ პროცესზეა გადაღებული ბი-ბი-სის ფი...
იხილეთ ვრცლად

თავიდან მხოლოდ ოჯახის გასართობად წერდა. შემდეგ მიხვდა, რომ მწერლობა მისი მოწოდება იყო. რომანს თავდაპირველი სათაური ,,ელინორი და მერიენ’’ შეუცვალა და უფრო გამომსახველობითი, ასე ვთქვათ ,,ეთიკური’, მისთვის დამახასიათებელი სათაურით გადასცა გამომცემლობას. უცნობი ავტორის, თანაც ფსევდონიმით (,,ლედი’’) წიგნის გამოქვეყნებას გამომცემლობა მხოლო...
იხილეთ ვრცლად

ალექსანდრე გრინი − ტალღებზე მორბენალი

პოლონური წარმოშობის რუსულენოვან მწერალ ალექსანდრე გრინს კომუნისტები არ სწყალობდნენ. მისი შემოქმედება დიდხანს იყო აკრძალული, თუმცა ინტენსიურად გამოიცემოდა უცხოეთში. თანამედროვენი მას რომანტიკული რეალიზმის მიმდევრად თვლიდნენ, თავად კი თავს სიმბოლისტად მი...
იხილეთ ვრცლად

ანდრე ჟიდი - ცოლთა სკოლა

ამბობენ, რომ სიყვარული ქრება, მაგრამ ქმრები რჩებიან. ცოლქმრული თანაცხოვრების მანძილზე ამ ნათელი გრძნობის ადგილას ჩნდება პატივისცემა და ურთიერთგაგება, ეულად ცხოვრების შიში, ერთად დაგროვილი ქონება... ზოგჯერ ეს ერთგვარი ნებაყოფლობი...
იხილეთ ვრცლად

გაბრიელე დ’ანუნციო - ტკბობა

ქართულ ენაზე პირველად გაეცნობით იტალიელი კლასიკოსი მწერლის გაბრიელე დ’ანუნციოს შემოქმედებას, რომლითაც იწყება მე-20 საუკუნის თანამედროვე იტალიური ლიტერატურა და იტალიური დეკადენტიზმი. რომანის მთავარი გმირი ანდრეა სპ...
იხილეთ ვრცლად

შარლ ლუი მონტესკიე - სპარსული წერილები

თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლის შარლ ლუი დე მონტესკიეს გახმაურებული რომანი „სპარსული წერილები“ ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რომანი იწყება იმით, რომ სპარსელი ველმოჟა ისპაანში თავის ჰარამხა...
იხილეთ ვრცლად

თეოდორ დრაიზერი - დაიკო კერი

„ცხოვრებაში გვხვდება ინტელექტუალური და ემოციური, ანუ გონებისა და გრძნობის ადამიანები. პირველიდან გამოდიან მოქმედი პიროვნებები - სარდლები, საზოგადო მოღვაწეები, მეორედან კი - პოეტები და მეოცნებები, ხელოვნების მსახურნი. ეს უკანასკნელნი ფანტაზიის ნაზ, მსუბუქ ქროლვასაც ...
იხილეთ ვრცლად

თეოდორ ფონტანე - ეფი ბრისტი

ამ წიგნით მკითხველი პირველად გაეცნობა თანამედროვე გერმანული რომანის ფუძემდებლის თეოდორ ფონტანეს შემოქმედებას. პირველად მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს მისი შედევრი „ეფი ბრისტი“, რომელშიც რეალისტურადაა გადმოცემული იმდროინდელი პრუსიული საზოგადოების ცხოვრებისეული ინტრიგები, კონფლიქტები, ხასიათები, ისტორიული ფონი... ეს რომანი არაფრი...
იხილეთ ვრცლად