შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მიგელ დელიბესი - ორი რომანი

ქართულ ენაზე პირველად გამოიცა ესპანელი კლასიკოსი მწერლის, სერვანტესის პრემიის ლაურეატის მიგელ დელიბესის ორი ყველაზე გახმაურებული რომანი. პირველ რომანში „ხუთი საათი მარიოსთან“ მწერალი სოციალური სისტემის გარდაქმნის აუცილებლობაზე მიანიშნებს. ამ ნაწარმოებში გამოჩნდა მწერლის ანალიტიკური ნიჭი, მისი უშიშარი სოციალური კრიტიციზმი. ესპანური ტრადიციით, გარდაცვლილს ღამით მარტო არასდროს ტოვებენ. ახლობლებიდან ვინმემ აუცილებლად უნდა გაათენოს ღამე მის კუბოსთან, რათა მიცვალებულისთვის ილოცოს და გაამხნევოს უკანასკნელ გზაზე. სწორედ ეს ღამეა აღწერილი რომანში. მთავარ გმირს, კარმენს მოულოდნელად გარდაცვლილ ქმართან ყოფნის უკანასკნელი ხუთი საათი დარჩა. მისი გლოვა მკაცრ სასამართლო პროცესს ჰგავს, სადაც წაყენებული ბრალდებების მიხედვით, მკითხველის თვალწინ ცოცხლდება არა მარტო მიცვალებული ინტელიგენტი მამაკაცის საინტერესო, სისხლსავსე ცხოვრება, არამედ ფრანკოსდროინდელი ესპანეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფის სრული სურათი. ეს რომანი გამოქვეყნებისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მოგვიანებით დელიბესი წერდა: „მხოლოდ ერთმა კრიტიკოსმა შეამჩნია ის პერსონაჟი, რომელშიც მე იმედი ჩავდე“. რომელ პერსონაჟს გულისხმობდა მწერალი? ამ კითხვას ჯობს თავად მკითხველმა უპასუხოს. მეორე ნაწარმოებში - „ვირთხები“ - მწერალი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ბუნებასთან ურთიერთობით იძენს ადამიანი თავისუფლებასა და ბედნიერებას. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრობენ, გარემოს საკვირველი სიბრძნითა და ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდებიან. ეს არის სოფლის ცხოვრების სევდიანი და მშვიდი დრამა.

გვერდების რაოდენობა: 224
ყდა: მაგარი
ფორმატი: 16/22
ფასი: 15 ლარი