შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მხატვრული ლიტერატურა > მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა ზღაპრები

მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა ზღაპრები

საქართველოში პირველად გამოდის მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა (შექსპირის, შილერის, დიუმას, ტოლსტოის, ჰოფმანის, ლერმონტოვის, ტიკის, გორკის, ჰაუფის, ვილანდის, უაილდის, ნოვალისის და სხვ.) არაჩვეულებრივი ზღაპრები, რომლებიც მათ შვილებს, შვილიშვილებსა თუ ახლობელთა ბავშვებს სიყვარულით დაუწერეს. ისინი ქართველი ბავშვებისთვის პირველად ითარგმნა. ამ ზღაპრებში მრავლადაა დაძაბული ეპიზოდები, თუმცა თხრობას მშვიდი, ბუნებრივი მდინარება აქვს. მათი მეშვეობით ბავშვები გააცნობიერებენ ადამიანურ ურთიერთობებს, ისწავლიან კარგსა და ცუდს, კეთილსა და ბოროტს, სიზარმაცესა და გამბედაობას შორის განსხვავებას. ჩამოუყალიბდებათ ქცევის სწორი ფორმა. ზღაპარი ამოუწურავი შესაძლებლობებისა და გასაოცარი თვისებების მქონე სიბრძნეა. იგი ერთგვარი მზა ,,რეცეპტის” ფუნქციასაც ასრულებს და წარმატებით გამოიყენება ბავშვთა ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად. ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც პატარაობიდანვე უკითხავენ ზღაპრებს, უფრო მდიდარი ლექსიკა და ფანტაზიის უნარი აქვთ.

ასაკი: 7 წლიდან
გვერდების რაოდენობა: 160
ყდა: მაგარი
ფორმატი: 16,7 X 22
ფასი: 19.00 ლარი