შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

თეოდორ ფონტანე - ეფი ბრისტი

ამ წიგნით მკითხველი პირველად გაეცნობა თანამედროვე გერმანული რომანის ფუძემდებლის თეოდორ ფონტანეს შემოქმედებას. პირველად მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს მისი შედევრი „ეფი ბრისტი“, რომელშიც რეალისტურადაა გადმოცემული იმდროინდელი პრუსიული საზოგადოების ცხოვრებისეული ინტრიგები, კონფლიქტები, ხასიათები, ისტორიული ფონი... ეს რომანი არაფრით ჩამოუვარდება „მადამ ბოვარს“ და „ანა კარენინას.“ სხვადასხვა ქვეყანაში დაწერილ ამ ინდივიდუალურ რომანებს აერთიანებთ პრობლემურ-თემატური მსგავსება და ძირითად სიუჟეტთან სიახლოვე. თითოეულ მათგანში ახალგაზრდა, ენერგიულ ქალს ქორწინებაში არ უმართლებს, ქმარს ღალატობს, რასაც საზოგადოებისგან მათი გარიყვა და სიკვდილი მოსდევს. ანა კარენინას მაშინ ვეცნობით, როცა უკვე დედა და მეუღლეა. მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ კარენინსა და ეფის ბრისტის ქმარს, იშტეტენს შორის საკვირველი მსგავსებაა. ორივე ცოლების აღზრდას ცდილობს. ეფის და ანას თავიდან ვერ წარმოუდგენიათ რა მორალური ზიანი მოჰყვება მათ წინდაუხედავ ნაბიჯებს მომავალში. ეფის არც ისე ღრმა რომანი მაიორთან ძალიან მოგვაგონებს ემა ბოვარის სასიყვარულო თავგადასავლებს, რომელსაც იმდენად უყვარს თავისი რჩეულები, რამდენადაც თავად სიყვარული, რომელიც მის ერთფეროვან პროვინციულ ცხოვრებას დაანგრევს და ხალისიანი ცხოვრების წყურვილს დაუკმაყოფილებს. ეფი ბრისტი არ არის სულიერად ისეთი ძლიერი, როგორც ანა კარენინა, არ აქვს ისეთი „ლამაზი ცხოვრების“ სასწაულებრივი წყურვილი, როგორც ბულვარული ლიტერატურის მოყვარულ ემას. ის გოეთეს გრეთხენივით უბრალო, ბუნებრივი და გულუბრყვილოა. ეფის ეშინია ქმრის, რადგან მას აქვს „პრინციპები“ და რწმენა იმისა, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ისე კი არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, არამედ ისე, როგორც სხვას უნდა.“ საბოლოოდ, მწერალი აშკარად ამ  „უპრინციპო“ ქალის მხარეზეა და ქმარზე მაღლა აყენებს. „ეფი ბრისტი“ არ არის უბრალოდ ერთი შეუფერებელი წყვილის ისტორია, ეს არის მიტევებისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უუნარობის ისტორია, რომელშიც ადამიანურობის გამოვლენა მხოლოდ ერთმა უბრალო სოფლის გოგონამ შეძლო.

გვერდების რაოდენობა: 204
ყდა: მაგარი
ფორმატი: 16/22
ფასი: 15 ლარი