შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > სერია: ჩემი პირველი... > ჩემი პირველი დამხმარე სახელმძღვანელო

ჩემი პირველი დამხმარე სახელმძღვანელო

ხშირად პირველ კლასში მასწავლებლები და მოსწავლეები უამრავ დაბრკოლებას ხვდებიან, კერძოდ,  პირველკლასელებს უჭირთ შეგუება ახალ გარემოსთან,  მოსმენა და წერა. ხშირია ნებისყოფისა და ყურადღების დაბალი კონცენტრაციის შემთხვევები, მეტყველების დარღვევა და გაღიზიანება. ამ პრობლემების გათვალისწინებით, დაწყებითი კლასის პედაგოგთა რჩევებისა და კონსულტაციების შედეგად შეიქმნა ეს წიგნი, რომელშიც თავმოყრილია პირველკლასელის შესაძლებლობებზე გათვლილი სახალისო შემეცნებითი სავარჯიშოები, ღია და დახურული რებუსები, დასრულებული და დაუსრულებელი ტექსტები, აგრეთვე, მათემატიკური და მართლწერის სავარჯიშოები. ყოველი თემის ბოლოს მოცემულია შეფასების სკალა, რომელიც პედაგოგს (მშობელს) მოსწავლის მიერ ათვისებული მასალის შეფასებაში დაეხმარება.

წიგნს თან მოჰყვება შემეცნებითი ლოტო. აკმაყოფილებს რა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს, ეს წიგნი წარმატებით შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც პედაგოგებმა /გახანგრძლივებული, ინდივიდუალური და ინკლუზიური სწავლების პროცესში/, ასევე მშობლებმა სახლის პირობებში.

ასაკი: 2-6 წლამდე
გვერდების რაოდენობა: 
108

ყდა: რბილი
ფორმატი: 20/26
ფასი: 7.90 ლარი