შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

ასე უყვარდათ უწინ...

 
ავტორითამთა გრიგოლია

ხშირად ვსვამთ კითხვებს: არის კი სიყვარული მარადიული? სჭირდება მას ყოველდღიური მოვლა? ყველას ერთნაირად უყვარს? არის კი სიყვარული ემოციური პროცესი? მართალია, სიყვარული უნივერსალური კატეგორიაა, მაგრამ ყველას თავისებურად უყვარს. ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პოპულარული ადამიანის აზრი სიყვარულზე, მით უმეტეს, მისი პირადი ცხოვრება: როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე? რატომ შეუყვარდა მაინცდამაინც ის? უწინ სატრფოებს სიყვარულს ლექსით, უმეტესად კი წერილებით უხსნიდნენ, რამეთუ განცდების უკვდავად გამოხატვა  მხოლოდ ფურცელზე შეიძლება, ამის დასტურია ის წერილები, რომლებშიც ჩვენთვის სათაყვანო ადამიანების (ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა) ნააზრევი დევს: რა იყო მათთვის სიყვარული? როგორ იბრძოდნენ სიყვარულისთვის? რა შემატა მათ სიყვარულმა? შევეცადე, სრულყოფილად წარმომედგინა არქივებსა თუ ბიბლიოთეკებში მოძიებული ყველა დოკუმენტი. ზოგიერთი მათგანის ამ წიგნში შეტანისას დიდხანს თავს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ისტორიული ფაქტის დამალვა დანაშაულის ტოლფასია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდები, რომ სიყვარულისთვის ასაკი არ არსებობს. ეს წიგნი სიყვარულსა და სიყვარულს შორის გადებული ხიდია. სარკეა, რომელიც თავად სიყვარულს შეგაყვარებს. ჩვეულებრივი წიგნი უნდა წაიკითხო, ამ წიგნთან ერთად უნდა იფიქრო კიდეც. კითხვის დასრულებისას აცნობიერებ: ამ წერილების ავტორებსა და ჩვენ შორის მანძილი არ არსებობს, მხოლოდ ცათა სასუფეველი გვაშორებს ერთმანეთს.

მკითხველის ასაკი 16 წლიდან
ISBN: 978-99928-61-67-7
გვერდების რაოდენობა: 148
ყდა: მაგარი
ფორმატი: 13,5/18,5
ენა: ქართული
ფასი: 12 ლარი