შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > თანამედროვე ბესტსელერი > რიჩარდ ბახი - ხიდი მარადისობაზე

რიჩარდ ბახი - ხიდი მარადისობაზე

როგორც თავად ამერიკელი კლასიკოსი მწერალი რიჩარდ ბახი გვიმხელს, ეს ავტობიოგრაფიული რომანი გულის საიდუმლოს ამოხსნისა და ერთადერთი, სულის თანაზიარი, ჭეშმარიტი სიყვარულის ძიებას ეძღვნება. არადა, ამ დროს ქედმაღალ ავტორს ბედნიერება ცხვირწინ უდევს. შეძლებს კი მწერალი თავის თავს გადააბიჯოს? რატომ ფიქრობს, რომ ფული ბოროტებაა, რომელიც ყველაფერს აუფასურებს? რაშია ცხოვრების აზრი? ეს კითხვები გზადაგზა გვაფიქრებს და თავადაც გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვა: რა საჭიროა ათ გვერდზე იმ მოთხოვნების ჩამოწერა, რასაც შენს მეორე ნახევარს უყენებ. ამით ხომ საკუთარ თავს იზღუდავ და ზიანსაც აყენებ? შენ პარტნიორს ეძებ თუ სამსახურში თანამშრომელს? რომანის ფინალში მწერალი თავს ანებებს ტვინის ჭყლეტას და მკითხველი ერთგვარ სიმსუბუქეს გრძნობს: "ღმერთო, როგორც იქნა, მიხვდა!" რომანი მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ერთი რამ კი უდავოა: ჩვენს რეალობაში ასეთ გულწრფელ ავტობიოგრაფიულ რომანს იშვიათად შეხვდებით.

გვერდების რაოდენობა: 412

ყდა: რბილი

ფორმატი: 10,9X18

ISBN: 978 9941431906

ფასი: 12,90 ლარი