შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მხატვრული ლიტერატურა > ვეფხისტყაოსანი ბავშვებისათვის

ვეფხისტყაოსანი ბავშვებისათვის

უდიდესმა ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა გენიალური პოემით “ვეფხისტყაოსანი" - ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო. საუკუნეების განმავლობაში ეს ლიტერატურული შედევრი უდიდეს ზეგავლენას ახდენდა ქართველთა სულიერ ცხოვრებაზე: ძნელბედობის ჟამს - ბრძოლასა და ქარცეცხლში დაჰქონდათ, ბედნიერების ჟამს კი - ქალიშვილს ატანდნენ მზითვად. ბევრმა ქართველმა ზეპირად იცოდა მთელი პოემა. ტრადიციულად, "ვეფხისტყაოსანი" ქართველთა ცოდნისა და განათლების საზომი იყო. პოემას ოჯახში ხმამაღლა კითხულობდნენ. მტერმა არაერთხელ დააპირა ქართველთათვის ამ უკვდავი წიგნის განადგურება, თუმცა არაფერი გამოუვიდა. წერა-კითხვის არმცოდნენი "ვეფხისტყაოსანს" ზეპირსიტყვიერების გზით გადასცემდნენ თაობებს. ქართველ პოეტებსა და მწერლებს იგი სასთუმალთან ედოთ, როგორც ავადმყოფს - წამალი, ხეიბარს - ყავარჯენი, მეომარს - იარაღი და ქართული სიტყვის თვალ-მარგალიტით სავსე, ფასდაუდებელი საგანძური.მართალია, ეს პოემა მე-12 საუკუნეში დაიწერა, მაგრამ ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველი ერის სულიერი საუნჯე - მეგობრობის, სიყვარულის, ვაჟკაცობის, გმირობის დიდებული ჰიმნი. ამიტომაცაა, რომ "ვეფხისტყაოსანს" ხშირად "ქართველთა მეორე ბიბლიად" მოიხსენიებენ. კარგი იქნება, თუ ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე შევაყვარებთ ქართველთა ამ საამაყო წიგნს.

 

მკითხველის ასაკი ასაკი: 3 წლიდან
გვერდების რაოდენობა: 48
ყდა: მაგარი
ფორმატი: 21X27
ISBN: 978 9941431746
ფასი: 15,90 ლარი