შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

თეოდორ დრაიზერი - დაიკო კერი

„ცხოვრებაში გვხვდება ინტელექტუალური და ემოციური, ანუ გონებისა და გრძნობის ადამიანები. პირველიდან გამოდიან მოქმედი პიროვნებები - სარდლები, საზოგადო მოღვაწეები, მეორედან კი - პოეტები და მეოცნებები, ხელოვნების მსახურნი. ეს უკანასკნელნი ფანტაზიის ნაზ, მსუბუქ ქროლვასაც კი ქნარის სიმებივით ემსახურებიან და იდეალური სამყაროს ყოველგვარ დინებას ასახავენ. ადამიანს კი ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია მეოცნებე და მისი იდეალი. მეოცნებისთვის ცხოვრების კანონი და მორალი მეტად მკაცრია. ის მუდამ დაძაბული ყურადღებით უსმენს სილამაზის ხმას, მას მიჰყვება და ამ დევნაში ფეხები ეღლება“. გულუბრყვილო, მგრძნობიარე კერიც მეოცნებეთა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ. მას ცხოვრება სხვადასხვაგვარ ლაბირინთში გაატარებს, ათასნაირ ჯურის ხალხს შეახვედრებს, ლუკმა პურისთვის უამრავ დამცირებას გადაატანინებს და უცებ აღაზევებს. თუმცა, უკვე დიდების მწვერვალზე მყოფი ყრუ კედელთან აღმოჩნდება. როგორ უპირისპირდება ახალგაზრდა ქალი საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმებს? როგორ შეიძლება ერთი ქალი ორი მამაკაცის საკუთრება იყოს და ორივესთან ვალში? როგორ შეიძლება ადამიანს ცხოვრება ისე ეთამაშოს, რომ ერთ დროს უმდიდრესი უკანასკნელ მაწანწალად აქციოს და პირიქით... ამ რომანით უამრავ ცხოვრებისეულ კითხვას გასცემ პასუხს და ნახავ, რომ კერის ცხოვრება ჩვენს დღევანდელობასთან ძალიან ახლოსაა.

ISBN: 978-9941-431-14-2

გვერდების რაოდენობა: 328

ყდა: მაგარი

ფორმატი: 16/22

ფასი: 15 ლარი