შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მე მიყვარს კითხვა > თამარ ადამია - შემეცნებითი ზღაპრები

თამარ ადამია - შემეცნებითი ზღაპრები

ძვირფასო ბავშვებო, თქვენ იცით, რომ ზღაპარი არა მხოლოდ ამდიდრებს თქვენს წარმოსახვას, არამედ გეხმარებათ გარე სამყაროს სწორად აღქმაში. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემეცნებით ზღაპრებს. თქვენ იცით, როგორი საოცარი და იდუმალია ჩვენი დედამიწის ფლორა და ფაუნა, თუმცა ბუნებრივია, რომ მწერების, ცხოველებისა და მცენარეების თავისებურებებზე ბევრი რამ ჯერ არ გეცოდინებათ. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეს ყველაფერი რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ საბავშვო მწერალი, პროფესიით ფსიქოლოგი, თამარ ადამია ძალზე მარტივად და მაღალმხატვრულად მოგიყვებათ მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს ურთულეს ბიოლოგიურ პროცესებზე, დაგაფიქრებთ ამა თუ იმ ცხოველისა  და მცენარის თავისებურებებზე: რატომ დაათრევს კუ თავის სახლს? რატომ ყივის მამალი? როგორ მოიშინაურა ადამიანმა ღორი და რატომ შეუყვარდა მას ტალახში ნებივრობა? როგორ ცხოვრობს ყაყაჩოს ნაჩუქარი ლამაზი კაბით ჭიამაია? როგორ გაუჩნდათ ვარდებს ეკლები? რატომ შეარქვეს ლამაზ ყვავილს მზესუმზირა და სხვა. ჰოდა, პატარა მკითხველებო, დროს ნუღარ დაკარგავთ! ერთად გადავეშვათ საინტერესო „შემეცნებითი ზღაპრების“ სამყაროში.

მკითხველის ასაკი: 9 წლიდან
გვერდების რაოდენობა: 96
ყდა: რბილი
ფორმატი: 14.8 X21
ISBN: 978 9941431975
ფასი: 5,90 ლარი