შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მე მიყვარს კითხვა > ანე ფრანკი - თავშესაფარი

ანე ფრანკი - თავშესაფარი 

დღიური წერილებით

"რადიოთი გამოსვლისას მინისტრმა ბოლკენშტაინმა თქვა, მოგონებები ომზე, დღიურები და წერილები მომავალში ძალიან ფასეული იქნებაო. მაშინვე ყველა ჩემს დღიურზე ალაპარაკდა. კარგი იქნება, თუ თავშესაფრის ცხოვრებაზე რომანს გამოვაქვეყნებ. სათაურის წაკითხვისას - "თავშესაფარი", იფიქრებენ, ალბათ, დეტექტივიაო", - წერდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მწერლობაზე მეოცნებე, ფაშიზმის გენოციდის მსხვერპლი ანე ფრანკი. გარე სამყაროსგან მოწყვეტილი, მხიარული, ძლიერი ხასიათის, თავშესაფარში გამოკეტილი გოგონა ცხოვრებას უჩვეულო მოგზაურობად აღიქვამდა, არ წუწუნებდა და იმედს არ კარგავდა, გაჭირვებას მხნედ უძლებდა, უნდოდა ისე ეცხოვრა, რომ სიკვდილის შემდეგაც ეცოცხლა!.. ადამიანთმოძულეებმა 15 წლის ასაკში შეწყვიტეს ამ უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდის ცხოვრება. ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ დღიური, რომელსაც თავის აზრებსა და გრძნობებს ანდობდა, მსოფლიო ბესტსელერი გახდებოდა, 67 ქვეყანაში გამოსცემდნენ და მუდამ აუცილებლად წასაკითხი წიგნების რიცხვში იქნებოდა!

ძველი, ცენზურული გამოცემებისგან განსხვავებით, ახალ ქართულ თარგმანს დაემატა აქამდე უცნობი, მნიშვნელოვანი 31 წერილი.

 

ISBN: 978-9941-431-99-9
გვერდების რაოდენობა: 264 
ყდა: რბილი
ფორმატი:  14.8 X21
ფასი: 9,90 ლარი