შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მე მიყვარს კითხვა > ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი

ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი 

კლასიკური მწერლობა რომ ყოველთვის თანამედროვეა, ამას მარკ ტვენის ეს უკვდავი ნაწარმოებიც ადასტურებს, რომელიც მრავალი წელია თაროდან არ ჩამოდის, მიუხედავად იმისა, რომ ერთნი რასიზმში ადანაშაულებდნენ მწერალს, მეორენი კი ამტკიცებდნენ, მონობის წინააღმდეგ იბრძოდაო. ასეა თუ ისე, ხალასი იუმორით დაწერილი `ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი~ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია და დღესაც მილიონობით მკითხველი ჰყავს. მთავარ გმირს, მაწანწალა ჰეკს ფული აქვს, მაგრამ მაინც ქუჩაში ცხოვრებას ამჯობინებს, რადგან აქ არავინ აიძულებს სკოლაში სიარულს, გაკვეთილების სწავლას, სუფთა ტანსაცმლის ჩაცმას... ის აბსოლუტურად თავისუფალია და ბედნიერიც. არადა, მოზარდი კარგად ხედავს, რომ ვისაც ფული აქვს, პატივს სცემენ, ვისაც არაფერი აბადია, არაფრად აგდებენ. ჰეკი ერთ-ერთია იმათგან, ვინც საკუთარ მისწრაფებებს ფულზე არ ახურდავებს და პირადი თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია. რისთვის იყენებს ჰეკი საკუთარ თავისუფლებას? ამას უკვე წიგნიდან შეიტყობთ!


მკითხველის ასაკი: 11 წლიდან
გვერდების რაოდენობა: 300
ყდა: რბილი
ფორმატი: 14.8 X21
ISBN: 978-9941-464-12-6
ფასი: 6,90 ლარი