შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > სერია: ჩემი პირველი... > ჩემი პირველი მითების წიგნი

ჩემი პირველი მითების წიგნი

საქართველოში პირველად გამოიცა წიგნი, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების მითებია შეტანილი.მითები საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოებდა და დღემდე ასაზრდოებს ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას... ჩვენს ცნობიერებაში ძველი მითები ახალს შეერწყა მრავალფეროვან მითებს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა თუ სახლის მოჩვენებებზე... განა უძველესი ადამიანისთვის მითი არ იქნებოდა თანამედროვე მეცნიერების ყოვლისშემძლეობა? მითოლოგიურად მოაზროვნე ადამიანს ეჭვიც არ ეპარება იმაში, რისიც სჯერა ეს კი რეალურია იმდენად, რამდენადაც რეა­ლური იყო, ვთქვათ, ძველი ბერძნებისთვის ზევსი და აპოლონი, ძველი ქართველებისთვის დალი და ამირანი. ამ უხვად ილუსტრირებული წიგნით გაიგებთ: ვინ იყო აფრიკელის­თვის შანგო? რა იყო ავსტრალიელისთვის სული? ვინ იყო ეგვიპტელის­თვის სეთი ან სხვა ღმერთები? ირლანდიელისთვის ელფი? ძველი ბერძნისთვის პანდორა? რას წარმოადგენდა ვიკინგების სამყარო? ვინ იყო დედამიწის მმართველი იაპონელისთვის? როგორ შეიქმნა რომი? და სხვა. 

 

მკითხველის ასაკი: 9 წლიდან
ISBN: 978-9941-464-13-3
გვერდების რაოდენობა:  120
ყდა:  მაგარი
ფორმატი:  17,5/22,5
ენა: ქართული
 ფასი: 19.00 ლარი