შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები > ალექსანდრე გრინი − ტალღებზე მორბენალი

ალექსანდრე გრინი − ტალღებზე მორბენალი

პოლონური წარმოშობის რუსულენოვან მწერალ ალექსანდრე გრინს კომუნისტები არ სწყალობდნენ. მისი შემოქმედება დიდხანს იყო აკრძალული, თუმცა ინტენსიურად გამოიცემოდა უცხოეთში. თანამედროვენი მას რომანტიკული რეალიზმის მიმდევრად თვლიდნენ, თავად კი თავს სიმბოლისტად მიიჩნევდა. ასეა თუ ისე, დღეს მისი რომანი „მბრწყინავი სამყარო“ ფენტეზის საუკეთესო ნიმუშად არის აღიარებული. მთავარ გმირს, დრუდს, ფრენის არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს და ცირკში ნამდვილ სენსაციას ახდენს. მისი პიროვნებით ინტერესდებიან ქვეყნის მდიდარი მმართველები და მოსაკლავად დასდევენ. დრუდი სასტუმროში სხვა სახელით ცხოვრობს და წარმოდგენის შემდეგ დაკეტილ ნომერში შეუმჩნევლად შედის. არ უნდა სამეცნიერო კვლევის ობიექტი გახდეს, თუმცა ამაოდ − ყავაში უსხამენ საძილე წამალს და აპატიმრებენ. ციხეში მას სტუმრობს მინისტრის დისშვილი რუნა ბეგუემი, რომელსაც ბიძა არწმუნებს, რომ დრუდის ფენომენის შესწავლა აუცილებელია. ბოლოს ბიძა ხვდება, რომ რუნას დრუდი უყვარს და პაემანზე თანხმდება. საკანში მისული რუნა პატიმარს ქლიბს უტოვებს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ციხიდან გაქცევას ახერხებს. დრუდი რუნას გრძნობებს პასუხობს და მოულოდნელად სტუმრობს ქალიშვილს, თუმცა მალევე ხვდება, რომ რუნას მისი გამოყენებაც უნდა, რათა ფეხქვეშ გაიგოს მსოფლიო, და გაწბილებული მიდის. შემდგომში მას საინტერესო თავგადასავალი ელოდება სხვა ქალიშვილთან, თუმცა რუნა მაინც არ ანებებს თავს... რომანში ფრენა ადამიანის შემოქმედებითი თავისუფლების სიმბოლოა, რომელიც რეალური სამყაროს სიბინძურეს უპირისპირდება.მეორე რომანში − „ტალღებზე მორბენალი“ − მოქმედება გამოგონილ ქვეყანაში ხდება: თომას ჰარვეი პორტში დაინახავს მშვენიერ ქალიშვილს − ბიჩე სენიელს და მასთან შეხვედრაზე იწყებს ოცნებას. კარტის თამაშისას მისი მეგობრები ხშირად ახსენებენ ტალღებზე მორბენალს, თუმცა თავიდან ამას ყურადღებას არ აქცევს, მოგვიანებით კი ხვდება გემზე, რომელსაც სწორედ ეს სახელი ჰქვია. მერე შემთხვევით ჩადის ქალაქში, სადაც წააწყდება მარმარილოს ქანდაკებას წარწერით: „ტალღებზე მორბენალი“, რომელსაც მოქალაქეები განადგურებისგან იცავენ...

 

ISBN: 978-9941-464-08-9
გვერდების რაოდენობა: 268
ყდა: მაგარი
ფორმატი: 16/22
ფასი: 15 ლარი