შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > სერია: ჩემი პირველი... > ვასო გულეური - მხიარული ლექსები

ვასო გულეური - მხიარული ლექსები

ყველა განათლებულმა მშობელმა იცის, რომ გზა წიგნისკენ მცირე ლექსებით იწყება.  ბავშვებს ლექსები გონებისა და მეტყველების განვითარებაში ეხმარება. მათ, ვისაც სკოლამდე უკითხავდნენ და ასწავლიდნენ ლექსებს, სკოლაში კითხვის სწავლა უფრო ეადვილებათ. ვასილ გულეურის „მხიარული ლექსები“ 3-4 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი, ორ-სამ სტროფიანი, მარტივი,  დინამიური ლექსები ბავშვებისთვის ადვილად წარმოსადგენი და შესაბამისად ადვილად დასამახსოვრებელია. ლექსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როცა ბავშვი ლაპარაკს იწყებს. ბავშვის ყურადღებას მიიპყრობს მრავალფეროვანი შინაარსით დატვირთული „მხიარული ლექსების“ რიტმი და რითმა, რაც ლექსებს აუცილებლად შეაყვარებს. გვახსოვდეს, რომ ლექსები დამოუკიდებელი კითხვისკენ მიმავალი გზაა.

 

გვერდების რაოდენობა16, მუყაო
ყდა: ბალიშა
ფორმატი: 15/15
 ISBN:978-9941-431-91-3
 ფასი: 7 ლარი