შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

,,სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა. იგი სწრაფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი”, _ წერს ბალზაკი თავის უდავოდ რეალისტურ შედევრში _ ,,მამა გორიო”, რომელსაც ზოგი ,,ადამიანურ კომედიას”, ზოგი კი ,,ადამიანურ ტრაგედიას” უწოდებს. მამა გორიო არ არის უბრალოდ მამა, არამედ _ მამა-მოწამე, რომელიც მოწყდა თავის საქმეს, უარი თქვა ყოველგვარ პირადულზე და თავი საკუთარ ქალიშვილებს მიუძღვნა. არაამქვეყნიერი სიყვარული შვილებისადმი ბევრ სისულელეს ჩაადენინებს ბერიკაცს. ბალზაკი ზოგჯერ დასცინის, ზოგჯერ ცრემლებს ღვრის გორიოს გამო. და მაინც, რა იყო მამა გორიოს მთავარი შეცდომა? ადამიანის ფსიქოლოგიის გზამკვლევი მწერალი გვიბიძგებს ამ კითხვაზე პასუხი თავად მოვძებნოთ, როგორც ამ ნაწარმოებში, ასევე ჩვენი თუ სხვათა ცხოვრების გაანალიზების შედეგად.


ISBN: 978-99928-61-35-6
გვერდების რაოდენობა: 216
ყდა:  რბილი
ფორმატი: 16.5/22
ენა: ქართული
ფასი: 9,90 ლ