შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

ირის ჰანიკას რომანმა “ცოდვა” ევროკავშირის ლიტერატურული პრემია (2010) და “ლიტერატურნორდის”  მთავარი პრიზი  მოიპოვა  (2011). წიგნი ასახავს თAAანამედროვე გერმანელების განცდას წარსულში ნაციონალ-სოციალისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო, აგრეთვე – დღევანდელ რეალობასაც. მთავარი გმირი, ფრამბახი, ხშირად ფიქრობს ადამიანის განვლილ და მიმდინარე ცხოვრებაზე. ის მელანქოლიკი არქივარიუსია, რომელიც მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობს და ამქვეყნად ერთადერთი მეგობარი ჰყავს; მუშაობს წარსულის საქმეთა მართვის ინსტიტუტში და ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იკვლევს. მისთვის სამსახური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ. სარკაზმით შეზავებული ორიგინალური ფორმის (მაგალითად, ცარიელი გვერდი დასაფიქრებლად, შენიშვნების გვერდები – საკუთარი აზრის გამოსახატავად) რომანი მარტოობისა და მეგობრობის თემებსაც ეხება.

 

გვერდებისრაოდენობა: 188
ყდა: რბილი
ფორმატი: 10.9X18  
ISBN:  978-9941-475-02-3

ფასი: 6,90