შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > თანამედროვე ბესტსელერი > დონ დელილო - თეთრი ხმაური

“თეთრი ხმაური” ცნობილი ამერიკელი მწერლის დონ დელილოს მერვე რომანია, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. ნაწარმოები გვიამბობს ჯეკ გლედნის, მისი მეოთხე ცოლის – ბაბეტისა და მათი ოთხი ულტრათანამედროვე შთამომავლის ამბავს. ქალაქში, უბედური შემთხვევის შედეგად, ბინძურდება ჰაერი და ნაწარმოების გმირების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის მომაკვდინებელი ქიმიური შავი ღრუბელი, რომელიც თეთრი ხმაურის ხილული სახესხვაობაა. რომანში იკვეთება მე-20 საუკუნის საჭირბოროტო საკითხები: გამძაფრებული კონსურმერიზმი, უსარგებლო ინფორმაციით გაჯერებული მედია, ნოვატორული აკადემიური ინტელექტუალიზმი და მიწისქვეშა შეთქმულებები, ოჯახის დაშლა და რეინტეგრაცია, ანთროპოგენული კატასტროფები და ადამიანის ძალადობის პოტენციურად რეგენერაციული ხასიათი. 1985 წელს რომანმა ნაციონალური პრემია დაიმსახურა; 2006 წელს კი – “ნიუ-იორკ ტაიმსმა”, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ამერიკაში გამოცემულ საუკეთესო წიგნთა ნუსხაში შეიტანა.

 

გვერდებისრაოდენობა: 500
ყდა: რბილი
ფორმატი: 10.9X18  
ISBN:  978-9941-464-82-9

ფასი: 8,90