შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

ეს წიგნი, რომელმაც 2014 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა, მამის სიკვდილით თავზარდაცემული ქალიშვილის ტკივილის თანამოზიარედ გვხდის, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პიროვნული ტრაგედია. წიგნში ისმის ჩაგრულთა გოდება, მამათა თაობის ხმა, უსამართლობასთან ბრძოლას შეწირული, დაკოჟრილხელებიანი, გახუნებულქურთუკიანი, ცისფერწინსაფრიანი, სახე

გამურული მუშების კვნესა. მწერალი გლოვობს ნაადრევად დაღუპულ ყველა იმ ადამიანს, რომელიც იბრძოდა არა მხოლოდ საკუთარი უფლებებისათვის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით სამართლიანობის აღდგენისა და თანასწორუფლებიანობის დამკვიდრებისათვის. ქალიშვილი დასტირის ყველა მამას, ვინც შეეწირა უმოწყალო რეჟიმსა და 1980 წლის 12 სექტემბერს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას. მკითხველი მზად უნდა იყოს, რომ ეს არ არის მსუბუქი წიგნი ციტატების, ქვეტექსტებისა და ილუზიების სრულყოფილად აღსაქმელად. ნაწარმოების ლექსიკა მდიდარი და ზოგჯერ, რთულად გასაგებიცაა. ზოგჯერ, ფრაზები მოულოდნელად წყდება ან ქაოტურია, რაც უფრო თვალსაჩინოს ხდის სასოწარკვეთილი ადამიანის სულიერ მდგომარეობას.

გვერდებისრაოდენობა: 100
ყდა: რბილი
ფორმატი: 10.9X18  
ISBN:  978-9941-475-01-6

ფასი: 6,90