შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მე მიყვარს კითხვა > ფელიქს ზალტენი - ბემბი

ბემბი ყველაზე ცნობილი შველია მსოფლიოში. ეს წიგნი სწორედ მის ამბავს მოგვითხრობს - დაბადებიდან ხანდაზმულობამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბემბი ტყეში უამრავი სისხლიანი დაპირისპირების მოწმე ხდება, მაინც ინარჩუნებს მისი მოდგმისთვის დამახასიათებელ თვისებებს: სიკეთეს, კეთილშობილებასა და თანაგრძნობას. ბემბის სამყარო სავსეა არა მხოლოდ ბრძოლებით, არამედ საოცრებებითაც. ეს არის ფრინველთა და ცხოველთა იდუმალი ხმები, მწერების ზღაპრული სილამაზე, ტყის საიდუმლო სამალავები... მოკლედ ბუნების გამოცანები, რომლის გაგებაც ჩვენ ძალიან გვიჭირს. ამ წიგნში ადამიანი საყოველთაო შიშს თესავს, ტყეში აგებს ხაფანგებს, ნადირობს მომაკვდინებელი იარაღით... "ბემბი" ეს არის ცხოველებზე დაწერილი ადამიანთა ცხოვრება. მართალია, მწერალი ადამიანს უკავშირებს ბოროტ საწყისს, მაგრამ მაინც სჯერა ადამიანისა და ბუნების გონივრული კავშირისა და მკითხველს ასეთი კავშირების პოვნისკენ უბიძგებს.

 

მკითხველის ასაკი: 9 წლიდან 

გვერდების რაოდენობა: 156

ყდა: რბილი 

ფორმატი14.8 X21 

ISBN978-9941-464-97-3 

ფასი5,90 ლარი