შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მე მიყვარს კითხვა > ქართული ხალხური ზღაპრები

ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ზღაპრები საშიშია ბავ­შვებისათვის. ამ აზრის გაზიარება იმას ნიშნავს, რომ პატარები მოვარიდოთ რეალობას: ძალადობის, სიკვდილის, თავგადასავლების, გმირობისა და სიმხდალის, კეთილისა და ბოროტის სამყაროს. არაფრით არ გააქროთ რომელიმე ზღაპარი თქვენი შვილის ცხოვრებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ, თქვენი აზრით, საშიშია _ განურჩევლად იმისა, მიიჩნევთ თუ არა მას ბავშვებისათვის დაწერილ ისტორიად. სიმართლე ის არის, რომ ზღაპრებს შესანიშნავად შეუძლია იმ ურთულესი გამოწვევების ასახვა, რომლებსაც ადამიანები ცხოვრების გზაზე ვეჯახებით. ზღაპრების წყალობით ბავშვი ძალდაუტანებლად იგებს და იმახსოვრებს მისთვის ახალს. ზღაპარი ბავშვს უვითარებს სამეტყველო ენას, გარემოსთან შეგუების, ორიენტაციის, დაბრკოლებების გადალახვისა და პრობლემების მოგვარების უნარებს, ემოციურ მდგრადობასა და მოქნილობას,  წარმოსახვასა და კრიტიკულ აზროვნებას. ამ ყველაფრის მოცემა შეუძლია სიბრძნით გაჯერებულ ქართულ ხალხურ ზღაპრებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები.

მკითხველის ასაკი: 8 წლიდან 

გვერდების რაოდენობა: 200

ყდა: რბილი 

ფორმატი14.8 X21 

ISBN978-9941-464-89-8 

ფასი5,90 ლარი