შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მე მიყვარს კითხვა > ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი - მაუგლის ამბები

ნობელიანტი მწერლის, ჯოზეფ რადიარდ კიპლინგის `ჯუნგლის წიგნი~, განსაკუთრებით კი `მაუგლის ამბები~, მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად ითვლება. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება არც არასდროს შეიცვლება, რადგან ადამიანები არა მარტო მოვდივართ ბავშვობიდან, არამედ ხშირად ვბრუნდებით კიდეც ბავშვობაში, სადაც ყველაზე კომფორტულად და დაცულად ვგრძნობთ თავს. მაუგლის შესახებ ამბები ქართულად აქამდეც იყო თარგმნილი და არაერთხელ გამოცემული `მაუგლის~ სათაურით, თუმცა თარგმანი ხომ ენის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საუკეთესო გზაა, მით უმეტეს, როცა ქართული ენა გაძლევს სიტყვის, აზრის მრავალფეროვნად გადმოცემის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომაც ვთავაზობთ მკითხველს ახალ თარგმანს `მაუგლის ამბების~ სახით. ჩემო პატარა მკითხველო, ალბათ, ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება პატარა ბავშვი მგლებმა გაზარდონ, ავაზამ გამოისყიდოს ხარის ფასად, დათვმა ასწავლოს ჯუნგლის კანონები... წამოზრდილი ბიჭი კი ყველაზე საშიშ ვეფხვს _ შერ-ხანს შეებრძოლოს და დაამარცხოს. ჰოდა, მოემზადე საინტერესო, თავგადასავლებით დახუნძლული მოგზაურობისთვის. წინ მრავალფეროვანი ჯუნგლის სამყარო გელოდება: გაიცნობ მაუგლის, მის ძმობილ მგლებს, ბაგირას, ბალუს, კაას, ვითომ საქმოსან მაიმუნებს და კიდევ უამრავ საინტერესო გმირს.  რაც მთავარია, ისწავლი, როგორია ნამდვილი მეგობრობა, სად გადის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის და როგორ უნდა დაადგე ცხოვრებაში სწორ გზას. ეს წიგნი მოწყენის საშუალებას არ მოგცემს, რადგან მაუგლი თავის მეგობარ ცხოველებთან ერთად, მუდამ შენთან იქნება.

მკითხველის ასაკი: 10 წლიდან 

გვერდების რაოდენობა: 256

ყდა: რბილი 

ფორმატი14.8 X21 

ISBN978-9941-464-90-4 

ფასი6,90 ლარი