შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > მე მიყვარს კითხვა > ჰანს ქრისტიან ანდერსენი - რჩეული ზღაპრები

ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ზღაპრები საშიშია ბავშვებისათვის. ამ აზრის გაზიარება იმას ნიშნავს, რომ პატარები მოვარიდოთ რეალობას: ძალადობის, სიკვდილის, თავგადასავლე-ბის, გმირობისა და სიმხდალის, კეთილისა და ბოროტის სამ­ყაროს. არაფრით არ გააქროთ რომელიმე ზღაპარი თქვენი შვილის ცხოვრებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ, თქვენი აზრით, საშიშია – განურჩევლად იმისა, მიიჩნევთ თუ არა მას ბავშვებისათვის დაწერილ ისტორიად. სიმართლე ის არის, რომ  ზღაპრებს შესანიშნავად შეუძლია იმ ურთულესი გამოწვევების ასახვა, რომლებსაც ადამიანები ცხოვრების გზაზე ვეჯახებით. ზღაპრების წყალობით ბავშვი ძალდაუტანებლად იგებს და იმახსოვრებს მისთვის ახალს. ზღაპარი ბავშვს უვითარებს სამეტყველო ენას, გარემოსთან შეგუების, ორიენტაციის, დაბრკოლებების გადალახვისა და პრობლემების მოგვარების უნარებს, ემოციურ მდგრადობასა და მოქნილობას,  წარმოსახვასა და კრიტიკულ  აზროვნებას. ამ ყველაფრის მოცემა შეუძლია ანდერსენის  სიბრძნით გაჯერებულ ზღაპრებს, რომელთა სიუჟეტებსაც იგი ხალ­ხური ზეპირსიტყვიერებიდან და რეალური ცხოვრებიდან იღებდა.

მკითხველის ასაკი: 9 წლიდან 

გვერდების რაოდენობა: 248

ყდა: რბილი 

ფორმატი14.8 X21 

ISBN978-9941-464-83-6 

ფასი6,90 ლარი