CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

9 წლიდან - პიტერ პენი

ISBN: 9789941475429

Buy

Author ჯეიმზ მეთიუ ბარი
Dimensions 14.8/21
Number of Pages

192

Age Range

9+ Year

Cover

რბილი

Price

6.90 Gel

Description

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ბევრი ბავშვი არ მოისურვებს ძილის წინ ფანჯრის დახურვას იმ იმედით, რომ ეგებ, მასთანაც გამოჩნდეს ვინმე პიტერისნაირი და შემთხვევით ჩრდილიც დაკარგოს. რა განსაკუთრებული ხიბლი აქვს ამ ნაწარმოებს? ეს არის ამბავი ჯიუტი ბიჭისა, რომელიც სახლიდან გაიპარა და წინ აღუდგა კანონზომიერებას – მას მუდმივად ბავშვად დარჩენა სურს. ამბობენ, რომ პიტერ პენი თავად მწერალია, რომელსაც ექვსი წლის ასაკში გარდაეცვალა ძმა და დედისთვის დარდის შესამსუბუქებლად დიდხანს იცვამდა ძმის ტანსაცმელს. მოგვიანებით, უკვე ცნობილი მწერალი, ჯეიმზ მეთიუ ბარი ხუთი ობლის მეურვე ხდება და სწორედ ამ ბავშვებთან ურთიერთობის მომენტებსა და თამაშებს აღწერს პიტერ პენის ზღაპრულ თავგადასავალში. ბავშვების მამაცი მცველი – მხიარული პიტერი – ბოროტ მეკობრეებს ებრძვის. პიტერისა და მისი მეგობრების ცხოვრება არაიყორას კუნძულზე ბევრ საკითხზე დააფიქრებს პატარებს და მანამ, სანამ დედამიწაზე იარსებებენ ბავშვები, იარსებებენ ფერიებიც და ზღაპარიც ბიჭზე, რომელსაც გაზრდა არ სურს... დღეს ლონდონის ცენტრში დგას პიტერ პენის ქანდაკება, როგორც სიმბოლო პერსონაჟისა და მწერლისა, რომელმაც ყველა ქვეყნის ბავშვებს უკვდავი მემკვიდრეობა დაუტოვა – ყველა დროის ზღაპრები.

თარგმანი და წინასიტყვაობის ავტორი – ია კოროშინაძე