CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

7 წლიდან - კურდღელი პიტერი და სხვა ზღაპრები

ISBN: 9789941475603

Buy

Author ბეატრიქს პოტერი
Dimensions 14.8/21
Number of Pages

172

Age Range

5-8 Year

Cover

რბილი

Price

5,90 Gel

Description

ფერადი, ილუსტრირებული

უსაზღვროდ უნდა გიყვარდეს ცხოვრება, ბუნება, ცხოველები, რომ ბეატრიქს პოტერისეული ჯადოსნური სამყარო შექმნა! საბავშვო მწერალი იმ დროში ცხოვრობდა, როცა ადამიანებს არსად ეჩქარებოდათ და შეეძლოთ თავი საყვარელი საქმისთვის მიე­ძღვნათ. მშობლების უკმაყოფილების მიუხედავად, პოტერი ლონდონიდან სოფელში გადასახლდა და სიამოვნებით ეწეოდა გლეხურ ცხოვრებას – უვლიდა ცხვრებს, კურდღლებს, ქათმებს...  და, რაც  მთავარია, მათზე წერდა არაჩვეულებრივ ზღაპრებს  და თა­ვადვე ასურათებდა! მწერალს ხშირად ამსგავსებენ მისივე პერსონაჟებს, მაგალითად, კურდღელ პიტერს, რომელიც მუდამ მზადაა სხვის დასახმარებლად, უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეს შესანიშნავად გამოსდის კიდეც. მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნებულ პოტერის ზღაპრებს დღემდე მილიონობით ბავშვი კითხულობს (ნათარგმნია 35 ენაზე)! თავად მწერალზე მოგვითხრობს შესანიშნავი ფილმი „Miss potter P”, ხოლო მისი ზღაპრების მიხედვით გადაღებული უამრავი ანიმაციური  ფილმის  მოძიება და ნახვა ბავშვებს ინტერნეტით შეუძლიათ.