Author | ალექსანდრე პუშკინი |
---|---|
Dimensions | 16/22 |
Number of Pages |
212 |
Age Range |
Adult Literature |
Cover |
მაგარი |
Price |
9,90 Gel |
Description
არმიის ოფიცრები, ქალაქის წვრილი ხელოსნები, ღარიბი მოხელეები, გლეხები, სადგურის ზედამხედველი - ესენი ის ,,პატარა ადამიანები“ არიან, რომლებიც ალექსანდრე პუშკინმა დიდ ლიტერატურულ გმირებად აქცია. მათ ყველას ერთად მოუყარა თავი და ,,ბელკინის მოთხრობების“ სათაურით გააერთიანა. ამით მწერალი შეეცადა მკითხველისთვის რეალური სამყარო დაენახვებინა; გადმოეცა პროვინციის ყოველდღიური ცხოვრება, იქაური მოსახლეობის ზნე-ჩვეულება, ხასიათი, რადგან თავად მწერალი წერს: ,,დედაქალაქის აზრგაფანტულ მცხოვრებლებს წარმოდგენაც არა აქვთ მრავალ ისეთ გრძნობაზე, რომელიც ცნობილია სოფლისა და პატარა ქალაქის მცხოვრებთათვის“. პუშკინმა აჯანყებული გლეხების მთელი კასკადი წარმოგვიდგინა ,,კაპიტანის ქალიშვილშიც“, სადაც მათ მწერალმა უარყოფითი გმირების როლი მოარგო, მაგრამ არის კი ასე? რამ გააბოროტა ეს ,,პატარა ადამიანები“? რატომ სწირავენ თავს კატის გადასარჩენად, მაშინ, როცა ადამიანებს ცოცხლად წვავენ? რატომ არიან ოფიცრები გულჩათხრობილნი? რატომ არის სადგურის ზედამხედველისთვის ცხოვრება სულ ერთი? რა უხარიათ და რა სურთ პროვინციელ გოგონებს? ეს არის კითხვები, რომელთა პასუხებსაც ამ მოთხრობებში ამოიკითხავთ და უბრალოდ დაფიქრდებით... ესენი ხომ ცხოვრებაგამოვლილი მოთხრობებია!