CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

მადამ ბოვარი

ISBN: 9789992861349

Buy

Author გუსტავ ფლობერი
Dimensions 16.5/22.5
Number of Pages

235

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

9.90 Gel

Description

,,ლიტერატურის ისტორიაში ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც მწერალს პირველივე ნაწარმოებით საყოველთაოდ აღიარებენ. ასეთია გუსტავ ფლობერის ,,მადამ ბოვარი”, რომლის მთვარი გმირი, ფერმერის ქალიშვილი, მონასტერში აღზრდილი ემა რუო, რომანტიკული იდეებით იკვებება და საკუთარი ფანტაზიებით ცხოვრობს - მიისწრაფვის ,,საკუთარი სიმართლის’’ განხორციელებისკენ. გათხოვდა რა პროვინციელ უნიჭო ექიმზე, ცოლქმრული ცხოვრება მისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა. თითქოს ბედიც დასცინოდა ემას. რა იყო ეს? რატომ თვლიდა ემა ქმრის ოჯახს მოსაწყენად? რატომ ვერ შეამჩნია ქმარმა, როდესაც იგი პირველივე პროფესიონალ მექალთანეს გადაეყარა? რატომ გააბრუა ემა მისმა ჰაეროვანმა ფრაზებმა?  რატომ ჩაეშვა ცხოვრების ჭაობში? რატომ ვერ აიცილა მოსალოდნელი კატასტროფა? რატომ არ მოსწონდა ყალბი გრძნობებითა და ყალბი პოეტურობით შეპყრობილ მადამ ბოვარს გარემომცველი საზოგადოება? რატომ დაასრულა თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით? რა იყო ბოვარის ოჯახის განასგურების მიზეზი?  ამ კითხვებზე პასუხებს სტრიქონებს შორის თავად ამოიკითხავთ და ცხოვრების მარადიულ თემებზე დააფიქრდებით.