კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

10 წლიდან - ბერძნული მითები

ISBN: 9789941464621

ყიდვა

ზომა 14.8/21
გვერდების რაოდენობა

196

ასაკი

10+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

4.90 ₾

აღწერა

ამ წიგნით იმოგზაურებთ მითების საკვირველ, წარმტაც და მომაჯადოებელ სამყაროში, რომელიც უძველეს საბერძნეთში დაიბადა; გაეცნობით ძველი საბერძნეთის უძლეველ ღმერთებს, ბრძენ ქალღმერთებს, საზარელ ურჩხულებსა და მამაც გმირებს.

ბერძნული მითები საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოებდა ლიტერატურას, ხელოვნებასა და მეცნიერებას. ისევე, როგორც ხალხური ზღაპრები, მითებიც სინამდვილისა და გამონაგონის შერწყმის შედეგად წარმოიშვა. ძველი ბერძნები თხზავდნენ და ერთმანეთს უყვებოდნენ საოცარ ისტორიებს სამყაროს, დედამიწის თუ ღმერთების წარმოშობაზე; რატომ არიან ადამიანები ხან მამაცები და ბრძენები, ხანაც – სულელები და მშიშრები...

ბავშვებს უყვართ მითები, რადგან მათში აღწერილი საოცარი და მომხიბლავი სამყარო კარგად ერწყმის პატარების ფანტაზიას. თანაც ითვლება, რომ ბერძნული მითების ძირითადი სიუჟეტების ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი კულტურული და განათლებული ადამიანისთვის.