ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

მშვენიერი შავრა

ISBN: 9789941475573

ყიდვა

ავტორი ანა სიუელი
ზომა 145/210
გვერდების რაოდენობა

216

ასაკი

10+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

7.90 ₾

აღწერა

საბავშვო რომანი “მშვენიერი შავრა” გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად (1877) იქცა. 50 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით იგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წიგნია მსოფლიოში. გადაღებულია არაერთი ფილმი. ბევრი კრიტიკოსი თვლის, რომ ამ წიგნმა შეცვალა ინგლისი. შეიქმნა ცხოველთა თავშესაფრები, მთავრობა დაფიქრდა მუშების სოციალური მდგომარეობის გაუმ-ჯობესებაზე... წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ავტომობილის გამოგონებამდე. ამ ისტორიას წიგნის მთავარი გმირი, მშვენიერი შავრა, კეთილშობილური წარმოშობის ცხენი, თვითონ ჰყვება. ის ერთგულად ემსახურება ადამიანებს, თუმცა ზოგჯერ უმადურობას იმკის. მისი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და დრამატული მოვლენებით. მან ისწავლა სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, ერთგულება და მოთმენა, ყურადღებისა და თანაგრძნობის დაფასება. და კიდევ, ის, რომ სილამაზე ქმედებაშია და თავის სულიერ სიმდიდრეზე ყველამ თვითონ უნდა იზრუნოს; არ შეიძლება, მიგდებული ბავშვივით, მისი სხვის ზღურბლზე დატოვება და იმის იმედად ყოფნა, რომ ვიღაც იზრუნებს მასზე. მწერალი ცდილობს, ბავშვებში გააღვივოს თანაგრძნობის, პასუხისმგებლობის, სამართლიანობის გრძნობები. ისინი ხვდებიან, რომ გულგრილობა დანაშაულია; რომ სიყვარული და მზრუნველობა ყველას სჭირდება.

 მთარგმნელი: რუსუდან მახათაძე

გარეკანის მხატვარი: ნინო აფციაური