ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

მამები და შვილები

ISBN: 9789941475627

ყიდვა

ავტორი ივანე ტურგენევი
ზომა 148/210
გვერდების რაოდენობა

196

ასაკი

12+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

6.90 ₾

აღწერა

ძნელია დაასახელო ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც ისეთი დიდი ვნებათაღელვა და გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ამ რომანს. საჭირბოროტო საკითხებისა და ადამიანთა ხასიათების შერწყმამ, ახალი თაობის თემამ, ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გამოიწვია. ზოგიერთმა კრიტიკოსმა მწერალს “მხდალი მოქალაქე” უწოდა, რადგან ტალახში არ ამოსვარა მთავარი პერსონაჟი, ბაზაროვი და ტენდენცი-ურობაში, რეაქციონერობაში დაადანაშაულა. მას ადანაშაულებდნენ მამების დაცვასა და შვილების გამათრახებაშიც. ბრალდებებმა მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა მწერალზე, რომელიც ღრმად სწვდება ახალგაზრდებისა და მშობლების სულის სიმებს და სიმართლეს შთამბეჭდავად გადმოსცემს. მთავარ გმირს სძულს საზოგადოებრივი ინსტიტუციები, სადაც მხოლოდ ფული და ტიტული ფასდება. მას ლაბორატორიული ანალიზები უფრო აინტერესებს, ვიდრე დოგმები და ლოზუნგები. ახალგაზრდა რადიკალი და ნოვატორი ბაზაროვი თავს ნიჰილისტს უწოდებს, თუმცა შეგვიძლია, სიურეალისტიც, ბიოფიზიკოსიც... ვუწოდოთ, არ აქვს მნიშვნელობა. ის ყველა ეპოქის შვილია. საუკუნეზე მეტი გავიდა ამ რომანის გამოცემიდან და დღემდე აღელვებს კაცობრიობას, რადგან მარადიულ თემებს ეხება. ეს ღრმად მამაშვილური წიგნია, რომელიც მკითხველს აუცილებლად დააფიქრებს და გულს აუჩუყებს.

მთარგმნელი: ანა აბაშიძე

გარეკანის მხატვარი: ქეთევან აბელაშვილი

978-9941-475-62-7