ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

2 კლასი – მე მიყვარს მათემატიკა – კომპლექტი

ISBN:

ყიდვა

ზომა 21/29
გვერდების რაოდენობა

ასაკი

5-8 წელი

ყდა

რბილი

ფასი

19,90 ₾

აღწერა

კომპლექტში შესულია :

  • მოსწავლის სახელმძღვანელო
  • მოსწავლის რვეული
  • სავარჯიშოების რვეული 
  • სახელმძღვანელოზე სამუშაოდ საჭირო ყველა თვალსაჩინოება

 

 პირველად საქართველოში!

სახელმძღვანელოების კონკურსში უმაღლესი ქულებით შეფასდა ცნობილი გერმანელი ავტორების დაწყებითი კლასების მათემატიკის სახელმძღვანელოები, რომლებიც ითვალისწინებს, როგორც მათემატიკური თემების აღმოჩენის გზით სწავლებას, ასევე პროცესზე ორიენტირებულ კომპეტენციებს სწავლა/სწავლების თავად აღმოჩენის ჩარჩოებში. 

მოტივირებულ მასწავლებელს აუცილებლად დააინტერესებს ევროპაში აპრობირებული, თანამედროვე  მეთოდიკით  შედგენილი,  არაჩვეულებრივი   დიზაინის  მქონე,  ილუსტრაციებით   გაჯერებული წიგნები, რომლებსაც ბავშვი თამაშ-თამაშით, ნაბიჯ-ნაბიჯ შეჰყავს მათემატიკის სამყაროში და ნაცნობ გარემოზე/საგნებზე დაკვირვებით დაარწმუნებს მისი შესწავლის აუცილებლობაში და შეაყვარებს მას.  

ამ სახელმძღვანელოებში სიახლეა:

* ციფრების წერის კურსი;

* სადიაგნოსტიკო ტესტები;

* ყოველი თემის დაკავშირება მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან;

* თემების სპირალისებური აგებულება;

* ახალი თემების შემოტანა კონფერენციის საშუალებით;

* მეთოდი მე-შენ-ჩვენ;

* მასწავლებლის წიგნსა და მოსწავლის რვეულში ბავშვის ინდივიდუალურ მზაობაზე მორგებული დამხმარე მასალები;

* ფერადი დანართები საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვისთვის.

* გამეორებისა (მოსწავლის წიგნში) და თვითშეფასების მრავალფეროვანი სავარჯიშოები (მასწავლებლის წიგნში)  ყოველი თემის დასრულების შემდეგ;

* „დაფიქრდი და გაიაზრეს“ და თავსატეხების გვერდები მოსწავლის წიგნსა და რვეულში;

* მასწავლებლის წიგნის შესავალში მოცემული სქემა, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს გაკვეთილების ადვილად დაგეგმვაში;

 * დაეხმაროს მასწავლებელს ინსტრუქტორის როლიდან გადავიდეს დამკვირვებლისა და სასწავლო პროცესის თანამონაწილის როლში (მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს მეთოდი მისაღებია დაბალი მზაობის მოსწავლეებისთვისაც).

* გაკვეთილების დაწვრილებითი გეგმა დიფერენცირებული დავალებების პასუხებით და თანამედროვე ევროპულ სკოლებში აპრობირებული უამრავი სხვა მეთოდიკა.