ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

6 კლასი – მე მიყვარს მათემატიკა – მეორე ნაწილი

ISBN:

ყიდვა

ზომა 21/29
გვერდების რაოდენობა

ასაკი

9+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

6,40 ₾

აღწერა

პირველად საქართველოში!

სახელმძღვანელოების კონკურსში უმაღლესი ქულებით შეფასდა ცნობილი გერმანელი ავტორების დაწყებითი კლასების მათემატიკის სახელმძღვანელოები, რომლებიც ითვალისწინებს, როგორც მათემატიკური თემების აღმოჩენის გზით სწავლებას, ასევე პროცესზე ორიენტირებულ კომპეტენციებს სწავლა/სწავლების თავად აღმოჩენის ჩარჩოებში. 

მოტივირებულ მასწავლებელს აუცილებლად დააინტერესებს ევროპაში აპრობირებული, თანამედროვე  მეთოდიკით  შედგენილი,  არაჩვეულებრივი   დიზაინის  მქონე,  ილუსტრაციებით   გაჯერებული წიგნები, რომლებსაც ბავშვი თამაშ-თამაშით, ნაბიჯ-ნაბიჯ შეჰყავს მათემატიკის სამყაროში და ნაცნობ გარემოზე/საგნებზე დაკვირვებით დაარწმუნებს მისი შესწავლის აუცილებლობაში და შეაყვარებს მას.  

ამ სახელმძღვანელოებში სიახლეა:

* ციფრების წერის კურსი;

* სადიაგნოსტიკო ტესტები;

* ყოველი თემის დაკავშირება მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან;

* თემების სპირალისებური აგებულება;

* ახალი თემების შემოტანა კონფერენციის საშუალებით;

* მეთოდი მე-შენ-ჩვენ;

* მასწავლებლის წიგნსა და მოსწავლის რვეულში ბავშვის ინდივიდუალურ მზაობაზე მორგებული დამხმარე მასალები;

* ფერადი დანართები საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვისთვის.

* გამეორებისა (მოსწავლის წიგნში) და თვითშეფასების მრავალფეროვანი სავარჯიშოები (მასწავლებლის წიგნში)  ყოველი თემის დასრულების შემდეგ;

* „დაფიქრდი და გაიაზრეს“ და თავსატეხების გვერდები მოსწავლის წიგნსა და რვეულში;

* მასწავლებლის წიგნის შესავალში მოცემული სქემა, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს გაკვეთილების ადვილად დაგეგმვაში;

 * დაეხმაროს მასწავლებელს ინსტრუქტორის როლიდან გადავიდეს დამკვირვებლისა და სასწავლო პროცესის თანამონაწილის როლში (მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს მეთოდი მისაღებია დაბალი მზაობის მოსწავლეებისთვისაც).

* გაკვეთილების დაწვრილებითი გეგმა დიფერენცირებული დავალებების პასუხებით და თანამედროვე ევროპულ სკოლებში აპრობირებული უამრავი სხვა მეთოდიკა.