ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

11 წლიდან – მეფე მათიუშ პირველი

ISBN: 9789941475887

ყიდვა

ავტორი იანუშ კორჩაკი
ზომა 14.8/21
გვერდების რაოდენობა

312

ასაკი

11+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

8,90 ₾

აღწერა

ჯერ კიდევ ხუთი წლის იყო, როდესაც ბებიას უზიარებდა თავის აზრებს სამყაროს მოწყობაზე; რვა წლის ასაკში კი თავი მეფე-რეფორმატორად წარმოედგინა, რომელიც ბავშვებისთვის სამართლიან კანონებს წერს, იმარჯვებს სამ მეფეზე, მეგობრობს აფრიკელ ბავშვებთან და მათ წერა-კითხვას ასწავლის. მოგვიანებით, ეს ბავშვური ოცნებები სამართლიანი საზოგადოების მოწყობაზე მწერალმა წიგნად აკინძა, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ბავშვები სიამოვნებით კითხულობენ. ამ წიგნის წარმატება განაპირობა იმანაც, რომ მწერალი კარგად იცნობს ბავშვის სულიერ სამყაროს და პატარა, ობოლი მეფის მწარე თავგადასავლის ფონზე მარტივად, გააზრებულად შემოაქვს ქვეყნის მოწყობის თემა. ბავშვის მონაწილეობა ომში, მოგზაურობა აფრიკაში, მეგობრები, მტრები... სწორედ ეს თემები ხიბლავს პატარა მკითხველს ამ ნაწარმოებში.

ეს არის წიგნი, რომელიც მოზარდს ცხოვრებისთვის ამზადებს – ცხოვრებისთვის, რომელიც ხან გაწბილებს, ხან გაბედნიერებს; ეს წიგნი მკითხველს ასწავლის, რომ აჩქარებით, ცხელ გულზე და დაუფიქრებლად არაფრის გაკეთება არ შეიძლება; რომ ცხოვრებაც ომს ჰგავს: თუ გსურს, გაიმარჯვო, შეტევისთვის კარგად უნდა მოემზადო; რომ გამარჯვება მარტო ბრძოლის ველზე არ მოიპოვება!..

მთარგმნელი: თინათინ დიდებულიძე

ყდის ილუსტრაცია: ნინო აფციაური