ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

ასე უყვარდათ კლასიკოსებს

ISBN: 9789941464287

ყიდვა

ზომა 13.5/18.5
გვერდების რაოდენობა

160

ასაკი

მოზრდილთა ლიტერატურა

ყდა

მაგარი

ფასი

12.00 ₾

აღწერა

ითვლება, რომ ჩვენს დროში სასიყვარულო წერილების წერა მოდაში აღარ არის, ხოლო ელექტრონული ფოსტა და სატელეფონო შეტყობინებები კლავს რომანტიკას. ამ წიგნში წარმოდგენილია ლიტერატურის უდიდეს კორიფეთა სიყვარულის ისტორია და წერილები, რომლებსაც ისინი სწერდნენ თავიანთ რჩეულებს სხვადასხვა საუკუნესა და ცხოვრებისეულ პირობებში. ზოგი მათგანისთვის სიყვარული ტკბილი შხამი იყო, ზოგისთვის – მუდმივი შფოთისა და ტკივილის მიზეზი. ,,სიყვარულმა შეიძლება უბრალოდ მზესავით დაგწვათ, ან გულის სიღრმემდე ჩააღწიოს ცივი წვიმასავით‘‘ – ამ სიტყვების ავტორი, ფლობერი არასდროს დაქორწინებულა; ცოლი არასდროს ჰყოლია კაფკასაც, მაგრამ არაერთხელ იყო დანიშნულიც და შეყვარებულიც; გოეთე სიბერემდე პოულობდა მეგობარ ქალს; ერთი ქალით არასდროს კმაყოფილდებოდა ბაირონი... მოკლედ, ამ წიგნში აღწერილი სიყვარულის ისტორიები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სიყვარულის რაობა საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. გატაცება, ვნება, ეჭვი, იმედი და იმედგაცრუება – აქ ყველა ემოციას იპოვით.