კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

6 წლიდან - უებარი წამალი და სხვა მოთხრობები

ISBN: 9789941489105

ყიდვა

ავტორი მერი ბოლქვაძე
ზომა 14.5/21
გვერდების რაოდენობა

72

ასაკი

5-8 წელი

ყდა

რბილი

ფასი

6,90 ₾

აღწერა

ცნობილი საბავშვო მწერლის, მერი ბოლქვაძის მოთხრობები დაწერილია სხარტი, მაღალმხატვრული და ლაღი ენით. თავის დროზე ამ მწერალს სათანადოდ არ აფასებდნენ, რადგან ოქტომბრელებსა და პიონერებზე არაფერს წერდა. არადა, მისი ყოველი ნაწარმოები აფართოებს ბავშვის წარმოდგენებს გარე სამყაროზე; ავითარებს გემოვნებას, მახსოვრობის უნარს, ლოგიკურ და წარმოსახვით აზროვნებას; ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, რაც განაპირობებს ბავშვის სწორ მეტყველებას. ეს მოთხრობები ბავშვს ასწავლის: როგორ გახდეს კარგი მეგობარი, როგორ მოაგვაროს კონფლიქტი, როგორ მიაღწიოს სასურველ მიზანს... პატარა მკითხველი გაიგებს, რომ თვალები გულის აუზია; რომ რაც გულში ხდება, თვალებიდანაც ის ჩანს; რომ მზე მთელ ქვეყანას თავის ნებაზე ატრიალებს, თანაც, ძალიან ლამაზად... ამ წიგნში საოცრად არის შერწყმული ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობა, უფრო მეტიც, მერი ბოლქვაძის მოთხრობების პერსონაჟები ერთდროულად არიან ბავშვები და ბუნების სიკეთის ფერხულAში ჩაბმული, გარე სამყაროს განუყრელი შვილები, რაც ძალიან იშვიათია საბავშვო ლიტერატურაში.