ავტორი | ლუის კეროლი |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
152 |
ასაკი |
9+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
6,90 ₾ |
აღწერა
ლუის კეროლის ამ ნაწარმოებში ელისი სარკისმიღმეთში მოგზაურობს. ეს ქვეყანა წარმოადგენს დიდ საჭადრაკო დაფას. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. მას თავისი წესები და ლოგიკა აქვს. ის, რაც რეალურ სამყაროში სისულელეა, სარკისმიღმეთში ნორმალურად ითვლება. მიუხედავად ამისა, ცნობისმოყვარე ელისი არ იბნევა, ადვილად ეგუება ახალ გარემოს, ყოველთვის წინ მიიწევს და ყველაფერს იუმორით ხვდება. იგი ყველაფერს აღიქვამს ისე, როგორც საჭიროსა და აუცილებელს, ამიტომაც ხდება დედოფალი. კეროლი ეხმიანება დღევანდელობასაც, მაგალითად, წითელი დედოფალი ერთგან ამბობს, რომ ძალიან სწრაფად უნდა გაიქცეს, რათა ადგილზე დიდხანს დამაგრდეს; რომ სტაბილურობის შენარჩუნება მთავარია, რათა არ აღმოვჩნდეთ ცხოვრების ფსკერზე; რომ ადამიანის გონება უნიკალურია და არ შეიძლება მისი შეზღუდვა ჩარჩოებითა და სტერეოტიპებით; რომ სიკეთე უნდა ვთესოთ, უანგაროდ დავეხმაროთ მეგობრებს; რომ ყოველთვის უნდა ვთქვათ სიმართლე, რადგან ტყუილი ყველა უბედურების სათავეა! დაბოლოს, ეს წიგნი ყველასთვისაა, ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც, გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც, მათ ნამდვილად `შეშურდებათ~ ელისის...