ავტორი | ნიკოლა ჩინგუეტი |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
88 |
ასაკი |
9+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
7,90 ₾ |
აღწერა
ეს სახალისო ამბავი შენს თანატოლებზეა (შეიძლება, ოდნავ უფროსებზე ან უმცროსებზე) _ ბიჭებზე, რომლებიც წიგნებს არ კითხულობენ. მათ არასდროს გადაუშლიათ წიგნი და არც არავინ აიძულებს ამის გაკეთებას, რადგან ერთგვარი ალერგია აქვთ: როგორც კი ვინმე წიგნს აჩვენებს, გულისრევის შეგრძნება უჩნდებათ _ ცუდად ხდებიან... ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც სკოლაში ახალი მასწავლებელი მოდის. მაესტრო დინდოლი დარწმუნებულია, რომ თავისი უტყუარი მეთოდით ბიჭებს `განკურნავს~ და კითხვის ექსპერტებად გადააქცევს. `ჯერ არ დაბადებულა ისეთი ბავშვი, ჩემი მეთოდის ძალას წინ რომ აღუდგეს! მესმის, ეჭვი გეპარებათ, მაგრამ საბოლოოდ აზრს შეიცვლით!
აი, ნახავთ, როგორ გაოცდებით!~ _ ეუბნება მაესტრო დირექტორს და საქმეს მეტისმეტად გულმოდგინედ ეკიდება. ამგვარად, ბიჭები დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან...