კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

6 წლიდან - ბროლის ციგა და სხვა მოთხრობები

ISBN: 9789941489457

ყიდვა

ავტორი დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია
ზომა 14.5/21
გვერდების რაოდენობა

64

ასაკი

5-8 წელი

ყდა

რბილი

ფასი

6,90 ₾

აღწერა

ყველა ადამიანს გააჩნია რაღაც სანუკვარი და საოცნებო, მუდამ თან რომ სდევს, ბოლოს კი, მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება. ასე იქცა სოფელში გატარებული ბავშვობის წლები დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას მუდმივ თანამგზავრად და არაჩვე­ულებრივი მოთხრობების სიუჟეტებად. „სოფელი“ – ამ სიტყვის წარმოთქმისას თვალწინ წარმოგვიდგება ლამაზი ბუნება, სუფთა ჰაერი, ჩიტების გალობა, კამკამა წყარო, ბოსტანი, მდინარე, უკიდეგანო ველები... სოფელი ის ადგილია, სადაც, მწერლის მსგავსად, შენც შეგიძლია ერთი კალთა სიყვარული შეაგროვო. ეს ისეთი სიყვარულია, რომელიც მთელი ცხოვრება ტკბილ მოგონებად გაგყვება და რომელსაც, ისევე როგორც ბავშვობას, ვერასდროს დაიბრუნებ. ამ კრებულში თავმოყრილი მოთხრობებიდან ბავშვი გაიგებს მეგობრობისა და სიკეთის ძალას, ისწავლის შრომისმოყვარეობას, თანადგომას, მზრუნ­ველობას, სამშობლოსა და ბუნების სიყვარულს...