კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

6 წლიდან - სარკის ჩიტი

ISBN: 9789941489549

ყიდვა

ავტორი ვანო ჩხიკვაძე
ზომა 14.5/21
გვერდების რაოდენობა

ასაკი

5-8 წელი

ყდა

რბილი

ფასი

5,90 ₾

აღწერა

თუთიყუში რიკი პატარა, ენაწყლიანი ჩიტუნა, უკვე მესამე წელია, ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ყველა, ვინც ჩვენთან ახლობლობს, სალამ-ქალამის შემდეგ, რიკი როგორ ბრძანდებაო, დიდი პატივისცემით მოიკითხავს ხოლმე. სულ რამდენიმე თვის იყო, ენა რომ ამოიდგა, ჯერ “დილა მშვიდობისა” და “მიყვარხარო” ისწავლა, მერე ნუ იტყვით, ისე აჟღურტულდა, რომ ეზოს გაგარეულებული კატები ჩვენს აივანთან გროვდებიან და შემოკნავიან ხოლმე. კარგად მოგეხსენებათ, რაც აინტერესებთ! ასე რომ, მტერი ამ ჩვენს უწყინარ, გულუბრყვილო რიკისაც ჰყავს და მოფრთხილება უნდა! მართალია, დღემდე თავის გალიას არ გასცილებია, მაგრამ იმ ფრინველებზე უფრო ცნობილია, ცის ლაჟვარდებში რომ დანავარდობენ და სივრცეებს აღმა-დაღმა სერავენ. დღე ისე არ ჩაივლის, მიყვარხართო, რომ არ ჩამოგვძახოს! მისი ციცქნა გული მხოლოდ ახლობლების კი არა, მთელი სამყაროს სიყვარულს იტევს! ჰოდა, გადავწყვიტე, ლექსებით გაგაცნოთ ჩვენი საოცარი თუთიყუშის ხალისიანი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი რიკი თქვენც ძალიან შეგიყვარდებათ.