კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

რჩეული მოთხრობები

ISBN: 9789941431272

ყიდვა

ავტორი ჯონ გოლზუორთი
ზომა 16.5/22.5
გვერდების რაოდენობა

188

ასაკი

მოზრდილთა ლიტერატურა

ყდა

მაგარი

ფასი

9.90 ₾

აღწერა

ჯონ გოლზუორთიმ ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში მოსინჯა კალმის ძალა, თუმცა მისი, როგორც მწერლისა და დრამატურგის წარმატება სოციალურ-ფსიქოლოგიურ თემათა სიუხვემ განაპირობა. მწერალმა ნათლად დაგვიხატა XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის გარიჟრაჟის  საზოგადოებრივი ურთიერთობანი. მან ქაღალდზე შემოუნახა ისტორიას იმ პერიოდის გულმართალი, კეთილი კაცის ხასიათი, თუმცა არც ადამიანთა სულმდაბალი, ანგარებიანი და ეგოისტური მიდრეკილებანი დავიწყებია. `ზოგი ისეთი ბუნებისაა, ათ საათზე რომ ჩამოხრჩობა ელის, რვა საათზე არხეინად ჭადრაკს ითამაშებს. ასეთი ხალხი მუდამ წარმატებას აღწევს. ამათგან გამოდიან ჩინებული ეპისკოპოსები, რედაქტორები, მსაჯულები, რეჟისორები, მინისტრები, ვაჭრები და სარდლები. ისინი მშვენივრად ართმევენ თავს ნებისმიერ თანამდებობას, რაც კი მათ ძალაუფლებას ანიჭებს თანამშრომლებზე. მათ მოეპოვებათ სულიერი საყინულე, რომელშიც მათი ნერვული სისტემა ინახება. ამისთანა ადამიანებს ან ძალიან ცოტა აქვთ, ან სრულიად არ გააჩნიათ ის მოძრავი, მჩქეფარე გრძნობა და მტკიცე განწყობა, რომელიც ცნობილია ისეთი ბუნდოვანი ცნებების სახელით, როგორიცაა აზროვნება, პოეზია, ფილოსოფია. ესენი ბრძანდებიან ფაქტებისა და მტკიცე გადაწყვეტილებების ადამიანები. წარმოსახვას სურვილისამებრ ჩართავენ ან გამორთავენ და გრძნობას გონებას უქვემდებარებენ. არავის ახსენდება ისინი, როცა უყურებ, როგორ არხევს სიო ყანებს, ანდა მერცხლები როგორ დანავარდობენ ლაჟვარდში’’, _ ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რაოდენ ღრმად იცნობდა დიდი მწერალი ადამიანთა გულებს.