ავტორი | მარია ლოიზიდუ |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
44 |
ასაკი |
5-8 წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
6,90 ₾ |
აღწერა
ცნობილი ბერძენი საბავშვო მწერლის მარია ლოიზიდუს ეს არაჩვეულებრივი წიგნი შეცდომებსა და მათთან გამკლავების გზებზეა, იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეცდომა იქცეს შენს ძლიერ მხარედ. ნაწარმოების პატარა გმირისთვის ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც სკეიტბორდიდან ჩამოვარდა. მის წინ გაჩნდა უცნაური არსება და გამოუცხადა, შენი შეცდომა ვარო. ეს წიგნი პატარებს ასწავლის, დიდებს კი შეახსენებს, რომ ამქვეყნად უშეცდომო არავინაა. ჩვენთვის სამაგალითო ადამიანებიც ხშირად უშვებენ შეცდომებს, მთავარია, შევძლოთ მათი აღიარება და მიღება. შეცდომებს არ უნდა შევუშინდეთ, ისინი ბევრ რამეს გვასწავლიან და უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბებაში გვეხმარებიან. ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებული „ჩემი შეცდომის ამბავი“ პირველივე ფურცლებიდანვე დაიპყრობს პატარა მკითხველების გულებს და როგორც საბავშვო წიგნების უმეტესობა, გულგრილს არც დიდებს დატოვებს.