ავტორი | ნოდარ წულეისკირი |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
196 |
ასაკი |
8+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
7.90 ₾ |
აღწერა
ამ წიგნში თავმოყრილია ქართველი მწერლის ნოდარ წულეისკირის საბავშვო მოთხრობები. პატარა მკითხველი გაიცნობს ყოჩაღ ლეკვს – მურიკელას, თავზე ხელაღებულ ბატს – აბრაგიას, კეთილ წიწილას – წიაქას და გულუბრყვილო ბაჭიას – ბამბაქულას. მათ თავს გადახდენილი ფათერაკები ბავშვებს ბევრ რამეს ასწავლის: ბუნებისა და მშობლიური მიწის სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას, წამხედურობის დაგმობას და ისეთი ჩვეულების უარყოფას, რომელიც ხელს შეუშლით წინაპართა კვალზე სიარულში. გაინტერესებთ, შეეჩვევა თუ არა ახალ ყოფას დიდ ქალაქში მოხვედრილი ლეკვი? რა მოელის მამაც და დაუდგრომელ ბატს? როგორ გაზარდა პატარა წიწილამ მტრის მართვე? ყოველთვის რატომ არ გამოგვადგება ანდაზა: რომელ ქვეყანაშიც შეხვალ, იმ ქვეყნის ქუდი დაიხურეო?.. – მაშინ წაიკითხეთ სიკეთითა და სიყვარულით სავსე ეს მოთხრობები და იპოვეთ პასუხი ყველა ამ შეკითხვაზე.