ავტორი | მიხეილ ჯავახიშვილი |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
280 |
ასაკი |
12+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
8,90 ₾ |
აღწერა
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გამოცემისთანავე საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. გულახდილობისთვის მწერალს ბევრიც აქებდა და ბევრიც აძაგებდა, ზოგი კი ამ ნაწარმოების შემოქმედებიდან ამოშლას ურჩევდა. ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს ვერავინ გამამეტებინებსო, ამბობდა პასუხად მწერალი, რომელმაც შესანიშნავად განაგრძო და განავითარა რეალიზმის ტრადიციები ახალ რეალობაში. იგი აღწერს მიზეზებს, რომლებიც ერის დაცემასა და მის სახიფათო მომავალს განსაზღვრავს, მაგრამ, ამავე დროს, მოვლენათა მიღმა იკითხება ის ზოგადი კანონზომიერებებიც, რომელთა წინაშე ადამიანი, უმეტესწილად, უძლურია. შესაძლებელია, უკიდურეს სულიერ-ხორციელ დაცემას პიროვნების აღზევება მოჰყვეს?.. „ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, არეულობები და უბედურებები იმისთვის გადაგვხდება თავს, რათა საკუთარ თავში ვიპოვოთ სულიერი ძალა და აქედან წარვმართოთ ჩვენი აღორძინება თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, თუ რა დავკარგეთ“, წერს მწერალი და სვამს მარადიულ შეკითხვებს: რა არის ჭეშმარიტება? სად არის სამართალი? რა არის ცხოვრება?.. პასუხები ადამიანის სულში უნდა იშვას, როგორც პირმშო, როგორც სულიერი ყოფიერების გამართლება.