ავტორი | ალესანდრო დ’ავენია |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
232 |
ასაკი |
12+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
8.90 ₾ |
აღწერა
იტალიელი მწერლის ალესანდრო დ’ავენიას რომანი „რძესავით თეთრი, სისხლივით წითელი“ ერთგვარი რეცეპტების კრებულია, როგორც მოზარდებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. ნაწარმოები სწორედ მოზარდობის ქარიშხლიან პერიოდს ეხება და ცდილობს, ამ ასაკის აფორიაქებულ სულებს დახმარების ხელი გაუწოდოს, წყვდიადით მოცული საკითხები გაუნათოს, სული დაუმშვიდოს, ცხოვრების არსი და აზრი დაანახვოს, საკუთარი თავის რწმენა ჩაუსახოს, რათა იყვნენ ისინი, ვინც არიან; იყვნენ თავისუფალნი და ჰქონდეთ ოცნება, როგორც გზამკვლევი ცხოვრებისეულ ლაბირინთებში. რომანი მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი თექვსმეტი წლის ბიჭის ამბავს. ლეოს უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, ფეხბურთის თამაში და მოპედით ქროლა. ლიცეუმში გატარებულ დროს ფუჭად მიიჩნევს, მასწავლებლებს კი – „გადაშენების პირას მისულ სახეობებად“. როდესაც ისტორიისა და ფილოსოფიის ახალი მასწავლებელი მოდის, მას ჩვეული ანტიპათიით ხვდება. მაგრამ გადის სულ მცირე დრო და საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე მდგარ ლეოს სწორედ ის უწვდის დახმარების ხელს. გადატანილი და განცდილი, თავქარიან ლეოს პიროვნებად აქცევს. ეს არის რომანი მთავარი პერსონაჟის ტრანსფორმაციის შესახებ, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ფასეულობების გაცნობიერებით. უამრავ ენაზე თარგმნილი ამ წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი.