ავტორი | ანე კიმი |
---|---|
ზომა | 10.9/18 |
გვერდების რაოდენობა |
148 |
ასაკი |
მოზრდილთა ლიტერატურა |
ყდა |
რბილი |
ფასი |
7.90 ₾ |
აღწერა
ანა კიმის ამ რომანმა ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. იუგოსლავიის ომების დამანგრეველი შედეგების, ძალა დობისა და ადამიანის შინაგანი სამყაროს ნგრევის გვერდით, მწერალი შთამბეჭდავად აღწერს კოსოვოდან ავსტრიაში ემიგრირებული ალბანელის ტრაგიკული სიყვარულის ამბავს, ომისშემდგომ პრიშტინასა და ალბანელთა წეს-ჩვეულებებს – რწმენასა და ცრურწმენებს. რომანის გმირები ეძებენ პასუხებს კითხვებზე: რა რჩება ჩვენგან, როცა აღარ ვიქნებით? როგორ გრძელდება ცხოვრება, როცა საყვარელ ადამიანს ვკარგავთ? რატომ ვაყენებთ ერთმანეთს ტკივილს? სად გადის ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის? რატომ ვერ ვერევით საკუთარ გრძნობებს? როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი? ამ რომანის თემა განსაკუთრებით ახლობელია ნებისმიერი ქართველისთვის, რადგან ჩვენც გვქონდა და დღემდე გვაქვს მსგავსი პრობლემები.