ავტორი | ემანუელე პაგანო |
---|---|
ზომა | 10.9/18 |
გვერდების რაოდენობა |
200 |
ასაკი |
მოზრდილთა ლიტერატურა |
ყდა |
რბილი |
ფასი |
7.90 ₾ |
აღწერა
ემანუელე პაგანოს რიგით მეოთხე რომანმა “მოზარდები მღვიმიდან” ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. წიგნის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ქალი სახელად ადელი, მთიანი მხარის შორეულ სოფელში, სასკოლო ავტობუსის მძღოლად მუშაობს. რომანის თხრობის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს მისი მოგონებები, რომელთა ქრონოლოგია იწყება ბავშვობიდან, (რომელიც სწორედ ამ სოფელში გაუტარებია) ვიდრე ბოლოდროინდელ მოვლენებამდე. საკუთარი იდენტობის ძიება და ტრანსგენდერის ყოფა; დედაშვილობა, და-ძმობა, სასიყვარულო ურთიერთობები; ეკოლოგია, სოფლის ცხოვრება – როგორც ხედავთ, თხზულების თემები აქტუალური და საინტერესოა. ამას თხრობის მძაფრი, უაღრესად ემოციური და უშუალო მანერაც ერთვის და ეს მომცრო წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება – სევდიანად და ხშირად ცრემლნარევი ღიმილით.