ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

ასე უყვარდათ უწინ...

ISBN: 9789992861677

ყიდვა

ავტორი თამთა გრიგოლია
ზომა 13.5/18.5
გვერდების რაოდენობა

148

ასაკი

მოზრდილთა ლიტერატურა

ყდა

მაგარი

ფასი

12.00 ₾

აღწერა

ხშირად ვსვამთ კითხვებს: არის კი სიყვარული მარადიული? სჭირდება მას ყოველდღიური მოვლა? ყველას ერთნაირად უყვარს? არის კი სიყვარული ემოციური პროცესი? მართალია, სიყვარული უნივერსალური კატეგორიაა, მაგრამ ყველას თავისებურად უყვარს. ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პოპულარული ადამიანის აზრი სიყვარულზე, მით უმეტეს, მისი პირადი ცხოვრება: როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე? რატომ შეუყვარდა მაინცდამაინც ის? უწინ სატრფოებს სიყვარულს ლექსით, უმეტესად კი წერილებით უხსნიდნენ, რამეთუ განცდების უკვდავად გამოხატვა მხოლოდ ფურცელზე შეიძლება, ამის დასტურია ის წერილები, რომლებშიც ჩვენთვის სათაყვანო ადამიანების (ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა) ნააზრევი დევს: რა იყო მათთვის სიყვარული? როგორ იბრძოდნენ სიყვარულისთვის? რა შემატა მათ სიყვარულმა? შევეცადე, სრულყოფილად წარმომედგინა არქივებსა თუ ბიბლიოთეკებში მოძიებული ყველა დოკუმენტი. ზოგიერთი მათგანის ამ წიგნში შეტანისას დიდხანს თვას ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ისტორიული ფაქტის დამალვა დანაშულის ტოლფასია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდები, რომ სიყვარულისთვის ასაკი არ არსებობს. ეს წიგნი სიყვარულსა და სიყვარულს შორის გადებული ხიდია. სარკეა, რომელიც თავად სიყვარულს შეგაყვარებს. ჩვეულებრივი წიგნი უნდა წაიკითხო, ამ წიგნთან ერთად უნდა იფიქრო კიდეც. კითხვის დასრულებისასა აცნობიერებ: ამ წერილების ავტორებსა და ჩვენს შორის მანძილი არ არსებობს, მხოლოდ ცათა სასუფეველი გვაშორებს ერთმანეთს.