შეიძინეთ ჩვენი წიგნები ინტერნეტით;www.e-bookland.ge ან ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით: 2 61 41 21; 2 18 41 21

მთავარი გვერდი > ჩვენ შესახებ

ელფის გამომცემლობა 1996 წლის მარტში დაარსდა. მისი დამფუძნებელი პროფესიით ჟურნალისტი და მთარგმნელი,თინათინ დიდებულიძე გახლავთ.

გამომცემლობა დაფუძნების დღიდანვე უამრავ საერთაშორისო პროექტშია ჩართული, რისთვისაც ბიზნეს ინიციატივების საერთაშორისო ასოციაციამ სპეციალური პრიზი გადასცა.

2000–2002 წელს ელფის გამომცემლობის ბაზაზე გამოდიოდა პირველი პროფესიონალური ჟურნალი გამომცემელთათვის: „ჩვენ გამომცემლები“ და გაზეთი „გამომცემლები“ („დილის გაზეთთან“ ერთად).

2001 წელს ელფის გამომცემლობამ გამოსცა პირველი სახელმძღვანელო გამომცემელთათვის და საგამომცემლო საქმით დაინტერესებული სტუდენტებისთვის: „მომავლის გამომცემლები, მარკეტინგი და მენეჯმენტი“ (გერმანიის წიგნის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭრით). 

ელფის გამომცემლობა თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ და უმსხვილეს გამომცემლობებთან, ასევე ყოველწლიურად წარმოდგენილია ფრანკფურტის (გერმანია) წიგნის მსოფლიო და ბოლონიის (იტალია) საბავშვო წიგნის მსოფლიო ფესტივალებზე.

დღესდღეობით ელფის გამომცემლობა ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობაა საქართველოში.

საგამომცემლო პრიორიტეტები: მხატვრული, საბავშვო, სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლიტერატურა; ენციკლოპედიები, ატლასები და სხვა.