კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

ხიდი მარადისობაზე

ISBN: 9789941511714

ყიდვა

ავტორი რიჩარდ ბახი
ზომა
გვერდების რაოდენობა

424

ასაკი

მოზრდილთა ლიტერატურა

ყდა

რბილი

ფასი

12.90 ₾

აღწერა

როგორც თავად ამერიკელი კლასიკოსი მწერალი რიჩარდ ბახი გვიმხელს, ეს ავტობიოგრაფიული რომანი გულის საიდუმლოს ამოხსნისა და ერთადერთი, სულის თანაზიარი, ჭეშმარიტი სიყვარულის ძიებას ეძღვნება. არადა, ამ დროს ქედმაღალ ავტორს ბედნიერება ცხვირწინ უდევს. შეძლებს კი მწერალი თავის თავს გადააბიჯოს? რატომ ფიქრობს, რომ ფული ბოროტებაა, რომელიც ყველაფერს აუფასურებს? რაშია ცხოვრების აზრი? ეს კითხვები გზადაგზა გვაფიქრებს და თავადაც გვიჩნდება ლეგი-ტიმური კითხვა: რა საჭიროა მოთხოვნების ათგვერდიანი ნუსხის ჩამოწერა, რომელსაც შენს მეორე ნახევარში ეძებ. ამით ხომ სა­კუთარ თავს იზღუდავ და ზიანსაც აყენებ? პარტნიორს ეძებ თუ სამსახურის თანამშრომელს? რომანის დასასრულს მწერალი თავს ანებებს ტვინის ჭყლეტას და მკითხველი ერთგვარ სიმსუ­ბუქეს გრძნობს: „ღმერთო, როგორც იქნა, მიხვდა!“ რომანი მრა­ვალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ერთი რამ კი უდა­ვოა: ჩვენს რეალობაში ასეთ გულწრფელ ავტობიოგრაფიულ რო­მანს იშვიათად შეხვდებით.