Author | ნიკო ლომოური |
---|---|
Dimensions | 14.8/21 |
Number of Pages |
124 |
Age Range |
10+ Year |
Cover |
რბილი |
Price |
4.90 Gel |
Description
ნიკო ლომოურის სიტყვას ყოველთვის უდიდესი ძალა ჰქონდა საზოგადოებაში. ამ ტკბილმოუბარი, დახვეწილი ქართულით მოსაუბრე მწერალს შესანიშნავი საბავშვო მოთხობები ჰქონდა. სიუჟეტს ყოველთვის რეალური ცხოვრებიდან იღებდა. ცდილობდა ბავშვებისთვის მისაღებ ენაზე გადმოეცა ადამიანის ყოფა, გაჭირვება, ოცნებები და ცრუმორწმუნეობის შედეგად წარმოქმნილი სოციალური თუ ოჯახური სირთულეები. მწერალი ბავშვის აღზრდაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა მხატვრულ ლიტერატურას. მისი ნაწარმოებები პატარა მკითხველებს პატიოსნებას, მეგობრობას, გამტანობას, გულკეთილობასა და შრომისმოყვარეობას ასწავლის. ნიკო ლომოურის მოთხრობებზე მრავალი თაობა აღიზარდა და დღემდე პოპულარულია.
ამ წიგნში შეტანილია მწერლის სამი შესანიშნავი მოთხრობა: „ქაჯანა“ (გვ.3), „ალი“ (გვ.27) და „პაწია მეგობრები“ (გვ. 81). აღსანიშნავია, რომ „ქაჯანას“ მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი, რომელსაც ბავშვები დღესაც ინტერესით უყურებენ.